მამუკა ბახტაძე მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგენს

მთავრობაში დარჩება მხოლოდ 11 სამინისტრო და ეს რაოდენობა არის სრულიად ოპტიმალური ეფექტური საქმიანობისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აჭარაში ყოფნისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ჟურნალისტების კითხვაზე, დარჩება თუ არა თეა წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში, პრემიერს კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებია.

„ჩვენ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ, როგორი ახალი სტრუქტურით წარვდგებით პარლამენტის წინაშე. მე შემიძლია დავადასტურო, რომ სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი, როგორც განვაცხადე. ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ეფექტურად გავუმკვლავდეთ გამოწვევებს, რომელიც არსებობს. ჩვენ განახლებულ შემადგენლობას წარვადგენთ პარლამენტში. გვექნება ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია, დეტალურად ავხსნი, რომელი კომპონენტი რომელში გადავა და როგორ მოხდება ოპტიმიზაცია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა