დღეს გახდება ცნობილი, რამდენი პირისგან შედგება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

საქართველოს მთავრობა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებულ საკითხს დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. შესაბამისად, დღეს გახდება ცნობილი, რამდენი ადამიანი შედის აღნიშნულ სიაში. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აანონსებენ, მასში მოხვდნენ, როგორც ენგურის ხიდთან მოკლული გიგა ოთხოზორიას, ისე ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეში მსჯავრდებული და ბრალდებული პირები.

მთავრობის სხდომაზე სიის დამტკიცების შემდეგ ის უკვე საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

როგორც ცნობილია, პარლამენტმა მთავრობას "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შედგენისა და მასში შემავალი პირებისთვის სანქციების დაწესებისკენ რამდენიმე თვის წინ, სპეციალური რეზოლუციით მოუწოდა.

საქართველოს მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს პირველ სხდომას გამართავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს