ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს განახლდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს კვლავ კახა სირაძისა და ზვიად ფხაკაძის მოსმენით განახლდება.

ქალაქ თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროს ზვიად ფხაკაძეს და შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსს კახა სირაძეს გუშინ დაახლოებით 8 საათის განმავლობაში უსმენდნენ, თუმცა კომისიის წევრებს მათთან კითხვები კიდევ დარჩათ.

დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ფხაკაძისა და სირაძის მოსმენა, ასევე, მომავალი სხდომების დღის წესრიგის დამტკიცება იგეგმება. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს, 15:00 საათზე განახლდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს