ექიმის ინფორმაციით, მომღერალი ირაკლი ნოზაძე კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერალი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნება, ასევე, ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვია დაზიანებული, რის შედეგადაც მან დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი. ექიმის განმარტებით, ნოზაძეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობა აღენიშნებოდა, თუმცა მდგომარეობის სტაბილიზაცია მოხერხდა.

ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ნოზაძე სავარაუდოდ გოგომ დაჭრა. როგორც წერეთლის გამზირზე მცხოვრებლები ყვებიან, მომღერალს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოსვლას ორი გოგო სთხოვდა. მათივე ინფორმაციით, იგი სახლიდან ჩამოვიდა და მანქანაში ჩაუჯდა აღნიშნულ გოგოებს, რამდენიმე წამში კი სისხლიანი გადმოვიდა და შველას ითხოვდა.

„მანქანით მოვიდა ორი გოგო და ელოდებოდა. უყვიროდნენ უხამსი სიტყვებით - ჩამოდი პიკასოო. დავინახე, რომ ირაკლი ჩამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში. მერე წამებში გადმოხტა და გამოიქცა ყვირილით - „სისხლისგან ვიცლები, მიშველეთო“. ირაკლი რომ გადმოვიდა მანქანიდან, ისინი წავიდნენ“, - აცხადებს ირაკლი ნოზაძის მეზობელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს