1-ელი მაისიდან 25 ივნისამდე არსებული მონაცემებით, ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო

1-ელი მაისიდან 25 ივნისამდე არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 36 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს დაემორჩილონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო