შსს მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ეჭვმიტანილი გოგონების დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

თუმცა, სავარაუდო დამნაშავეები იდენტიფიცირებულნი არიან და როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის მეგობრის, ზურა ხაჩიძის ინფორმაციით, პოლიციამ ის გოგოები დააკავა, რომლებმაც სავარაუდოდ, ნოზაძე დაჭრეს.

მისივე თქმით, პოლიციამ ირაკლი ნოზაძის სახლთან მდებარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, რომლის დახმარებით მოახდინეს იმ მანქანის იდენტიფიცირება, რომლითაც სავარაუდო დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ. რაც შეეხება დაჭრის მოტივს, ხაჩიძე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, თუ რა გახდა ირაკლი ნოზაძის დაჭრის მიზეზი.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს