წეროვანში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული პირების უმრავლესობა მცხეთის სამედიცინო ცენტრიდან გაწერეს

წეროვანში გუშინ მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული პირების უმრავლესობა მცხეთის სამედიცინო ცენტრიდან წუხელ გაეწერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლაშა ბუთურიშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კლინიკაში ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე მოქალაქე რჩება, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

„პაციენტების უმრავლესობა გუშინვე გაეწერა კლინიკიდან, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ბუთურიშვილმა.

ცნობისთვის, წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა, რის შედეგადაც, 18 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

მცხეთის სამედიცინო ცენტრში 11 პაციენტი იყო შეყვანილი, ასევე მცხეთაში, „ჯეო ჰოსპიტალსში“ კი 8.

ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა, დაკავებულია.

როგორც“ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

როგორც ტრაილერი, ისე მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს