აშშ თურქეთს მოუწოდებს, ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების მიზნით ნაბიჯები გადადგას

აშშ თურქეთს მოუწოდებს, ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების მიზნით ნაბიჯები გადადგას. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.

სარა სანდერსის თქმით, უახლოეს პერიოდში დონალდ ტრამპსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა იგეგმება.

„ჩვენ თურქეთს მოვუწოდებთ, ნაბიჯები გადადგას დემოკრატიის გაძლიერებისთვის და ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაჭრის კუთხით გაგრძელდეს პროგრესი“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

თურქეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართა. მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა მუხარემ ინჯემ კი 30,7%.

კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ თურქეთი საპარლამენტო მმართველობის ფორმიდან მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო