მიხეილ ჩხენკელი და მარიამ ჯაში CERN-ში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) „ატლასისა“ და CMS-ის ექსპერიმენტების ხელმძღვანელობას შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, მსოფლიო მასშტაბის ცენტრთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით მხარეებმა მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობაზე იმსჯელეს, რაც ქართველ მეცნიერებს კვლევით პროექტებში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ მომავალში „ატლასისა“ და CMS-ის ექსპერიმენტებში უფრო მეტი ქართველი მაგისტრანტი და დოქტორანტი ჩაერთვება.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში სამეცნიერო ინფრასტრუქტურის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. განმარტა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება და როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებს (მათ შორის კვლევით ცენტრებს) შესაძლებლობა მიეცემათ, სრულყოფილად ჩაერთონ CERN-ის ექსპერიმენტებში.

მათივე ცნობით, შეხვედრის ბოლოს, რომელსაც ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძეც ესწრებოდა, მიხეილ ჩხენკელმა და მარიამ ჯაშმა „ატლასისა“ და CMS-ის ხელმძღვანელებს ქართველი მეცნიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ CERN-ში საქართველოს ასოცირებული წევრობის სამომავლო პერსპექტივაზე საუბარი პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა