ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდებიან

ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა დღეს პანკისის ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზვიად კუპრავამ განუცხადა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

„ზაზასთან ერთად პანკისისკენ დაახლოებით 11:00 საათისთვის გავალთ. მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე. თბილისში დღესვე დავბრუნდებით“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 11 ივნისს დროებით შეწყდა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მაშინ განაცხადა, რომ პარლამენტთან აქცია გარკვეული პერიოდით შეწყდებოდა და ხელისუფლებას მისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დროს მისცემდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს