ლოკომოტივის სტადიონზე მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართება ლოზუნგით - “ჯანსაღ ცხოვრებას - ალტერნატივა არ აქვს“

დღეს, ლოკომოტივის სტადიონზე მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართება ლოზუნგით - “ჯანსაღ ცხოვრებას - ალტერნატივა არ აქვს“. როგორც “ინტერპრესნიუსს“ “ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდიდან“ აცნობეს, ტურნირი 11:00-დან 17:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მინი ფეხბურთის ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს ეჯიბრებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის, სტუდენტებისგან და ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაციების წევრებისგან შემდგარი ჯგუფები.

“ღონისძიების მიზანია ნარკოტიკების მომხმარებლების, ახალგაზრდების, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ერთიანი ძალისხმევით, განათლებით, პრევენციით და ცხოვრების ჯანსაღი წესით ნარკომანიასთან და თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

“ჩვენი საზოგადოებრივი ღონისძიება ასევე შეუერთდება საერთაშორისო კამპანიას: “მზრუნველობა დასჯის ნაცვლად“, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. „მზრუნველობა დასჯის ნაცვლად“ არის გლობალური კამპანია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარკოპოლიტიკის რეფორმას, შეცვალოს რეპრესიული პოლიტიკა და კანონები, ხელი შეეწყოს ადამიანების ხელმისაწვდომობას სასიცოცხლო მნიშვნელობის სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პრევენციულ მომსახურებებზე. ამ კამპანიაში, ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ინიციატივით გამართულ ღონისძიებას მხარდამჭერები გამოუჩნდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის, თბილისის საკრებულოს, თამბაქოს კონტროლის ალიანსის, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის სახით. ვიმედოვნებ, ხვალ, ზეგ უფრო მეტი ორგანიზაცია და ადამიანი ჩაერთვება ამ მნიშვნელოვან კამპანიაში და საერთო აქტიურობით შევძლებთ დავამარცხოთ პრობლემა, რომელსაც ვერასდროს მოერევიან ცალკეული პირები ან ორგანიზაციები. ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს, ეს ლოზუნგი შემთხვევით არ შეგვირჩევია. არ კმარა მხოლოდ თქმა, არა ნარკოტიკს. იმისათვის, რომ ადამიანების ცნობიერებაში არ გაჩნდეს ნარკოტიკის მოთხოვნილება, ის უნდა ცხოვრობდეს გარემოში, სადაც მუდმივად მხოლოდ ჯანსაღი წესებით მოქმედებისკენ უბიძგებენ“, - განაცხადა “ახალი ვექტორის“ ხელმძღვანელმა, კოკა ლაბარტყავამ.

“აბსოლუტურად ვეთანხმებით სპეციალისტებს და ნარკომომხმარებელთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ ნარკომანიასთან და თამბაქოსთან ბრძოლაში არ არსებობს უფრო ძლიერი  იარაღი, ვიდრე ცხოვრება ჯანსაღი წესებით. ჩვენ მუდმივად ვამბობთ არა ნარკოტიკს, მაგრამ თუ იქვე აქტიურად არ იქნება ამოქმედებული სისტემა იმ პრევენციული და დამხმარე საშუალებებისა, რამაც საზოგადოების ცნობირებაში ნარკოტიკის მოთხოვნილება უნდა ჩაანაცვლოს, "არა ნარკოტიკს" უბრალოდ ლოზუნგად დარჩება, პრობლემა კი იარსებებს. ვიაქტიუროთ, ვიცხოვროთ ჯანსაღი წესებით და ამ მხრივ სამაგალითო გავხდეთ მომავალი თაობებისთვის. არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ერთი ხელის მოსმით შეიძლება მოგვარდეს ნარკომანიის პრობლემა, მაგრამ გონივრული ნარკოპოლიტიკის და პრევენციული სისტემის ამოქმედების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ სერიოზული ხიდი გავდოთ მომავალი თაობებისთვის, რომლებიც ნამდვილად შეძლებენ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას. ამიტომაც მოვუწოდებ სრულიად საზოგადოებას, გააქტიურდით, ჯანსაღ ცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს. ასევე მოვუწოდებ სახელმწიფოს, შექმნას პირობები საცხოვრებელი გარემოს გასაჯანსაღებლად“, - განაცხადა “ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის“ ხელმძღვანელმა, გიორგი მაღრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო