ბავარი-ლენტეხის გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

ბავარი-ლენტეხის საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის აპარატიდან აცნობეს, 25 ივნისს, საავტომობილო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული პირი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, მეორე დაშავებული, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ლენტეხის საავადმყოფოში გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოინახულა.

„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს“, - ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა