საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 12:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
ბრიფინგზე ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი მეთაური მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს წარადგენს.
ბრიფინგის შემდეგ განახლებული მთავრობის შემადგენლობა პირველ სხდომაზე შეიკრიბება. მთავრობის სხდომას პრემიერის რანგში მამუკა ბახტაძე პირველად უხელმძღვანელებს.