ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე თამარ ხულორდავას თანაავტორობით შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს უყრიან კენჭს

დღეს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მე-7 პლენარული სხდომის ფარგლებში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას თანაავტორობით შემუშავებული რეზოლუციის პროექტს კენჭი ეყრება.

პლენარული სხდომის დღის წესრიგის თანახმად, გუნარ ჰიოკმარკი და თამარ ხულორდავა რეზოლუციის პროექტს წარადგენენ თემაზე „უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში“.

გარდა ამისა, წელს ასამბლეამ მოამზადა რეზოლუციის პროექტები ისეთ თემებზე, როგორიცაა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში; ენერგოეფექტურობის განვითარება და მდგრადი ენერგეტიკა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში; არაფორმალური და არაკვალიფიციური შრომა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო