ოთარ კახიძე - გადასახადები თუ იგივე დარჩება, სამთავრობო ცვლილებს არანაირი აზრი არ ექნება

გადასახადები თუ იგივე დარჩება, თუ მოსახლეობის მდგომარეობა არაფრით შემსუბუქდება, რა თქმა უნდა სამთავრობო ცვლილებს არანაირი აზრი არ ექნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. სამთავრობო უწყებების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით კახიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა სამინისტროების რაოდენობა, არამედ სამთავრობო ხარჯების შემცირება,

,,მთავარი ცვლილებებში არის არა ის, რამდენი სამინისტრო იქნება, ვის მდივანს დაარქმევენ და ვის მინისტრს, არამედ ეს როგორ აისახება ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუ გადასახადები იგივე დარჩება, თუ მათი მდგომარეობა არაფრით შემსუბუქდება, რა თქმა უნდა ამ ცვლილებებს არანაირი აზრი არ ექნება. აუცილებელია სამთავრობო ხარჯების შემცირება", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო