გიგა ბოკერია - ოთხოზორია-ტატუნაშვილთან დაკავშირებით ადეკვატური სიის მიღების შემდეგ მთავრობამ უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ საოკუპაციო რეჟიმს საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემები შევუქმნათ

ოთხოზორია-ტატუნაშვილთან დაკავშირებით ადეკვატური სიის მიღების შემდეგ მთავრობამ უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს საერთაშორისო ასპარეზზე პრობლემები შევუქმნათ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

„ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ მთავრობას საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია. ტატუნაშვილის ამბავზე საზოგადოების რეაქციის შემდეგ, გარკვეულ გააქტიურებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ადეკვატური სიის მიღების შემდეგ მთავრობამ ბოლოს და ბოლოს უნდა დაიწყოს მუშაობა იმაზე, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც ჩვენ ამ სიით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს პრობლემები შევუქმნათ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს მთავრობა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებულ საკითხს დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. შესაბამისად, დღეს გახდება ცნობილი, რამდენი ადამიანი შედის აღნიშნულ სიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა