ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები არასრულწლოვანთა გამოკითხვის მეთოდოლოგიას ეცნობიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები არასრულწლოვანთა გამოკითხვის მეთოდოლოგიას ეცნობიან.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, კომისიის წევრები ყველა იმ დეტალს ეცნობიან, რაც არასრულწლოვანი პირების გამოკითხვას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, კომისიის ფარგლებში დაგეგმილია ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის მონაწილე არასრულწლოვანების გამოკითხვა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს, 15:00 საათზე განახლდება. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და მასზე კვლავ მოწვეული არიან შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი ზვიად ფხაკაძე და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი კახა სირაძე.