ნინო ლომჯარია - პენიტენციურ სისტემაში წამების პრევენციის კუთხით ვითარება ნამდვილად გაუმჯობესებულია

სამწუხაროდ, საქართველოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით, ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს, მათ შორის, როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დაექვემდებარა წამებას და არასათანადო მოპყრობას, ასევე პენიტენციურ სისტემაში გვახსოვს, რომ ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობა გვქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

საქართველოს სახალხო დამცველი და „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ დღეს რეგიონულ კონფერენციას მართავენ, რომელზეც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმები წლიურ ანგარიშებს წარმოადგენენ.

ლომჯარიას განმარტებით, ახლა პენიტენციურ სისტემაში წამების პრევენციის კუთხით ვითარება ნამდვილად გაუმჯობესებულია, რაშიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახალხო დამცველის აპარატი.

"მინდა გავიხსენო სურამის ფსიქიატრიული დაწესებულება, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობა ვნახეთ და სადაც ადამიანები მოთავსებული იყვნენ ღირსების შემლახავ პირობებში, რაც ჩემი აზრით, ნამდვილად უტოლდება წამებას. ასევე მნიშვნელოვანია, მე-7 დაწესებულება, რომელიც პირობების თვალსაზრისით ასევე ძალიან მძიმე იყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს დაწესებულება ძალიან მალე დაიხურება,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ გაეროს წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

რაც შეეხება, უშუალოდ ღონისძიებას, როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, მონიტორინგის შედეგებზე პრეზენტაცია გაიმართება, სადაც კონკრეტულ მონაცემებზეც იმსჯელებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს