ლევან ხაბეიშვილი აუდიტის სამსახურს მიმართავს და მამუკა ბახტაძის მინისტრობისას 40 ავტომობილის შესაძენად ტენდერების მიზანშეწონილობის შესწავლას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის ყოფნის პერიოდში 40 ავტომობილის შეძენაზე გამოცხადებული ორი ტენდერის მიზანშეწონილობის შესწავლას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, ახალი პრემიერ-მინისტრი

მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეყოლება მცირე მთავრობა და მომხრეა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების და ამ დროს, მისი ფინანსთა მინისტრად ყოფნის პერიოდში, ბახტაძემ 11 და 15 ივნისს ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულება გააფორმა 40 ავტომანქანის შესაძენად, რისთვისაც 2 მლნ ლარი დაიხარჯა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბახტაძემ 1,500 მლნ გამოყო 30 ერთეული ავტომობილის შესაძენად , ერთ ავტომანქანაში 51 ათასი ლარი გადაიხადეს. მეორე ხელშეკრულებით კი,ნახევარი მილიონი ლარით 10 ერთეული ავტომობილის შეძენა მოხდა, ერთი ერთეული ავტომობილის ღირებულებაა - 48 ათას ლარი.

„ჯამში 2 მლნ ლარს შეადგენს ის ხელშეკრულებები, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გააფორმა ბიუჯეტის ხარჯზე. სახელმწიფო აუდიტმა გამოიკვლიოს, რამდენად მიზნობრივი იყო ეს ხარჯები. წინა პრემიერ- მინისტრი აცხადებდა, რომ შავი ჯიპებიდან გადმოვიდოდნენ, ფუფუნების საგნებზე უარს იტყოდნენ. ვიცით, ავტომობილებთან დაკავშირებით რასაც საუბრობენ, თუმცა, შემდგომ სხვაგვარად მოქმედებენ. ისედაც დიდია სახელმწიფოს ავტოპარკი. მისი შემცირების ნაცვლად, 2018 წლის „შკოდასა“ და „კიას“ ფირმების მარკის მინიჯიპებს ყიდულობს ფინანსთა სამინისტრო, ამ შემთხვევაში ბახტაძე, რომლის მინისტრობის დროს გამოცხადდა ეს ტენდერები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრი საკითხის შესასწავლად აპირებს შესაბამისი დოკუმენტებით ოფიციალურად მიმართოს აუდიტის სამსახურს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა 2 მლნ ლარი ავტომობილების შესაძენად და რა უცილებლობა იყო საშუალოდ 50 ათას ლარიანი ავტომობილები შეეძინათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა