ექიმის ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

დაჭრილი მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ  ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა.

"პაციენტი ამჟამად მკურნალობს რეანიმაციის განყოფილებაში. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ჯერჯერობით ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ჩემი ვარაუდით, ალბათ, გვექნება საშუალება, რომ დღევანდელი დღისთვის მოვხსნათ ხელოვნური სუნთქვიდან. სისხლის დანაკარგი ანაზღაურებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება. 2 ჭრილობა იყო გულ-მკერდის არეში და წინა მხრის არეში. შემოსვლისას მდგომარეობა კრიტიკული იყო“, - განაცხადა ექიმმა.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო