ომბუდსმენი - პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გუშინდელმა დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზები დაადასტურა, რაც მათ შორის, გამოძიების მასალის შესწავლის შედეგად ჩვენც გამოვავლინეთ

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გუშინდელი ერთდღიანი დაკითხვა შედეგს ვერ აჩვენებს. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, გუშინ ის შეკითხვები დაისვა, რომელიც სახალხო დამცველს პირველივე დღეებში გაუჩნდა.

ლომჯარიას აზრით, ეს შეკითხვები ლეგიტიმური იყო და ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატი მიმდინარე გამოძიების მასალებს სწავლობს.

„ჩემი აზრით, ერთი დღის დაკითხვა რეალურ სურათს ვერ მოგვცემს, თუმცა ვფიქრობ, რომ თუნდაც გუშინდელმა დღემ მნიშვნელოვანი ხარვეზები დაადასტურა, რაც მათ შორის, გამოძიების მასალის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმაც გამოავლინა," - განაცხადა ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა