მამუკა ბახტაძე მედიას - თუ თქვენც მეტყვით საინტერესო კანდიდატს, აუცილებლად მოგისმენთ

თუ თქვენც მეტყვით ვინმე საინტერესო კანდიდატს, აუცილებლად მოგისმენთ, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებების წარდგენის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს.

მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტში ახალ სახეებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ახალ გუნდს პარლამენტს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ ვადებში წარუდგენს.

„განახლებულ მთავრობას თავისი განახლებული შემადგენლობით აუცილებლად წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს იმ ვადებში, როგორც არის ეს განსაზღვრული. ჩვენ გვსურს, რომ ეს განხორციელდეს მოკლე ვადებში. თუ თქვენც მეტყვით ვინმე საინტერესო კანდიდატს, აუცილებლად მოგისმენთ. საქართველოს პარლამენტში ჩვენ ვიხილავთ ახალ სამთავრობო გუნდს და იქ იქნება გვარები წარმოდგენილი თავისი შესაბამისი პროგრამით“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ასეთია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა