ნასვამ მძღოლს, რომელმაც ქვეითად მოსიარულე იმსხვერპლა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ნასვამ მძღოლს, რომელმაც ქვეითად მოსიარულე იმსხვერპლა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ 25 ივნისს, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა მძღოლის მიმართ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მთვრალ მდგომარეობაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„საქმე ეხება, 2016 წლის 6 ნოემბერს ქ.თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შეასრულა არასწორი მანევრი და ავტომანქანა „ჰონდა ფიტით“ შეეჯახა ქვეითად მოსიარულე რ. ტ.-ს. დაზარალებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით გარდაიცვალა“, – აცხადებენ სასამართლოში.

მათივე ინფორმაციით, საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ღია სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი. სასამართლომ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებასთან ერთად, მხედველობაში მიიღო მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილისა და ვიდეო-ფირის დათვალიერების ოქმები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები, ალკოჰოლური თრობის დასკვნა და საქმეში არსებულ მასალათა შეჯამების შედეგად, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე ერთი წლის ვადით ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება.

შ.ჯ. საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა