„ბიბლუსმა“ „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს“ უნიკალური ბიბლიოთეკა მოუწყო

„ბიბლუსმა“ „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს“ უნიკალური ბიბლიოთეკა მოუწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსიდან“ აცნობეს, „ბიბლუსმა“, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს", რომელიც სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა, სხვადასხვა თემატიკის წიგნები, საკანცელარიო და სასკოლო ნივთი გადასცა.

როგორც „ბიბლუსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თიკო ფეიქრიშვილმა განაცხადა, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. შესაბამისად, „ბიბლუსი“ აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში. ამჯერად კი წიგნის მაღაზიათა ქსელმა „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის“ აღსაზრდელებს ბიბლიოთეკა მოუწყო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც „ბიბლუსი“ ემსახურება. გვინდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ახერხებენ მაღაზიებში წიგნების შეძენას. გვსურს, რომ წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. "SOS ბავშვთა სოფელის" აღსაზრდელებს დღეს წიგნებთან ერთად საკანცელარიო ნივთებიც გადავეცით. გვიხარია, რომ მცირედი წვლილი მაინც შევიტანეთ ამ ბავშვებისთვის წიგნების შეყვარების პროცესში“, – განაცხადა თიკო ფეიქრიშვილმა.

„საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის“ ბენეფიციარებს სხვადასხვა სერიისა და ჟანრის ლიტერატურა გადაეცათ. მათ შორის ისეთი ცნობილი ბესტსელერები როგორიცაა: ჯოან როულინგის „ჰარი პოტერი“, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის „დიდი გეტსბი“, მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“ და სხვა.

„მოგეხსენებათ, რაოდენ ღირებული რამაა წიგნი ჩვენს ქვეყანაში, მითუმეტეს, რომ ზაფხული იწყება და ბავშვებს თავისუფალი დროც აქვთ. ახლა, მათ საშუალება ექნებათ ჩაუჯდნენ წიგნებს, გაეცნონ და იმოგზაურონ წიგნების სამყაროში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ბიბლუსის“ წარმომადგენლებს ამ ინიციატივისთვის და დიდი საჩუქრისთვის. ისინი არ შემოიფარგლნენ მხოლოდ წიგნებით. ჩვენს აღსაზრდელებს ის საკანცელარიო ნივთებითიც მოუტანეს, რომლებიც ბავშვებს სასწავლო პროცესისთვის გამოადგებათ. იმედი მაქვს, რომ ეს ერთობლივი ღონისძიებები შემდგომშიც გაგრძელდება“, – განაცხადა "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელის" ალტერნატიული ზრუნვის ლიდერმა ირინე ბექურიძემ.

„ბიბლუსს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამარ მოდებაძემაც.

მისი თქმით, წიგნები და სასკოლო ნივთები, აღსაზრდელებისთვის განსაკუთრებული საჩუქარი იყო.

„ბიბლუსმა“ დიდი საჩუქარი გაგკვიკეთა. 400–მდე წიგნი და საკანცელარიო ნივთი გვაჩუქა, რომელიც დიდი მხარდაჭერაა ამ ორგანიზაციის მხრიდან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ. სხვა ორგანიზაციებს კი მოვუწოდო, რომ ისინიც ჩაერთონ მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებში და გაიზიარონ ეს მნიშვნელოვანი, სოციალური პასუხისმგებლობა,“ – განაცხადა მოდებაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ბიბლუსი“, საქართველოს მასშტაბით 56 მაღაზიას აერთიანებს და აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას. რაც შეეხება "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს”, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში ის 1989 წლიდან მოღვაწეობს და ამ დროის მანძილზე ათასობით ბენეფიციარს დაეხმარა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს