მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ ეტაპისთვის აქტიურად მიმდინარებს სოფელ ლეჟბადინის, მუღანლოს, ქუთლიარისა და ბაიდარის გზების მოასფალტების სამუშაოები. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელ ლეჟბადინში იგება - 2 446 გრძ/ მეტრი გზა; სოფელ მუღანლოში - 1 318 გრძ/ მეტრი გზა; სოფელ ბაიდარში - 1 404 გრძ/ მეტრი გზა; სოფელ ქუთლიარში – 1 308 გრძ/ მეტრი გზა.

აღნიშნული პროექტები, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 848 912 ლარს, რომელთაგანაც 45% ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო 55 % რეგიონალური ფონდიდან ფინანსდება.

ოთხივე სოფელში გზის რეაბილიტაციის პროექტი ივლისის თვის ბოლოს დასრულდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა