ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად სამი მესაზღვრე დაიღუპა

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად სამი მესაზღვრე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებსა და ტერორისტებს შორის შეტაკება ირანი-პაკისტანის საზღვარზე, მირჯავას პუნქტთან მოხდა.

როგორც ირანული მედია იუწყება, შეტაკების შედეგად ლიკვიდირებულია სამი „ბოევიკი“, ხოლო ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა უკან დაიხიეს.

ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ რადიკალურ დაჯგუფებას მიეკუთვნებიან აღნიშნული „ბოევიკები“, არ გავრცელებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო