წამებისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი - ჩვენს ცენტრში ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა მიმდინარეობს

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ დასახელებული უნდა იყოს ყველა ის პირი და სტრუქტურა, ვინც ჩართული იყო არამარტო წამებისა და მოკვლის ფაქტში, არამედ გამოძიებისთვის ხელის შეშლაში, - ამის შესახებ წამებისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცენტრში მიმდინარეობს ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა.

„ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“ საერთაშორისო სტანდარტებით მიმდინარეობს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა. შეგროვებულია გარკვეული მასალა. თუ კიდევ დაგვჭირდება, ჩვენ მივმართავთ როგორც პროკურატურას, ასევე დაცვის მხარეს, რათა საქმის მასალები მოგვაწოდოს. ეს ექსპერტიზა გულისხმობს იმის კვლევას, არის თუ არა მის სხეულზე არსებული დაზიანებები წამების უშუალო კვალი, ასევე, წამების რა მეთოდები იქნა გამოყენებული.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, გარდაცვალების მიზეზების დადგენა ძალიან ძნელი იქნება, რადგან დე ფაქტო ხელისუფლებისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ არ არის გადმოცემული არც ორგანოები, ქსოვილოვანი მასალა და არც სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია.

„ემპათიას“ რეკომენდაციები აქვს გამოძიების მიმართაც.

„ჩვენ გვაქვს რეკომენდაცია გამოძიების მისამართითაც. გამოძიება ეფექტური უნდა იყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს არამარტო ორ პირზე, ვისზეც საქმეა აღძრული და დადგა გარკვეული განაჩენი, არამედ ყველა იმ სტრუქტურაზე თუ სისტემაზე, ვინც ხელი შეუწყო და განახორციელა ამგვარი ქმედება. აქ საუბარია ელემენტარულად გამოძიების ხელის შეშლაზე, როდესაც არ არის გადმოცემული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია, ორგანოების გარეშეა გადმოცემული გვამი. ეს ნიშნავს იმას, რომ მიზანმიმართულად ხდება გამოძიების ხელის შეშლა. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში დასახელებული უნდა იყოს არამარტო წამებისა და მოკვლის ფაქტში მონაწილეები, არამედ ყველა მაღალი რანგის მოხელე და სტრუქტურა, ვინც გამოძიების ხელის შეშლაში იყო ჩართული“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა