თურქეთში გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების გამო, 132 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს

თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირების გამო, 132 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

იმ პირებს შორის, რომელთა დაკავებაზე ორდერია გაცემული 30 პირი თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლები არიან.

დაკავების ოპერაცია თურქეთის 23 პროვინციაში მიმდინარეობს.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა მეამბოხეთა ჯგუფმა 2016 წლის 16 ივლისის ღამეს სცადა. ძირითადი დაპირისპირება ანკარასა და სტამბოლში მიმდინარეობდა. დაიღუპა 240-ზე მეტი და დაიჭრა 2 000-ზე მეტი ადამიანი, ხელისუფლებამ ამბოხება ჩაახშო. ოფიციალურმა ანკარამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ოპოზიციონერი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა, აშშ-ში მცხოვრებმა გიულენმა კი გადატრიალების მცდელობა დაგმო და ყველა ბრალდება უარყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს