ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტირებაზე სტუდენტებს პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სტუდენტებს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტირების პრინციპები გააცნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აგრარულ უნივერსიტეტთან არსებული პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ლაბორატორიის დიაგნოსტირების თითოეულ პროცედურას დეტალურად გასცნობოდნენ.

მათი ინფორმაციით, სტუდენტებმა განსაკუთრებით საშიში დაავადებების დიაგნოსტირების ლაბორატორიებიც დაათვალიერეს. მათ დაავადების სპეციფიკის შესახებ ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავ ინფორმაცია მიიღეს.

„სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის აქტივობები რეგულარულად ტარდება და მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიულ ბაზაზე დაშვება კი, შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მიღებული თეორიული ცოდნა, პრაქტიკაში განიმტკიცონ,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო