მკითხველთა აზრით, მინისტრთა კაბინეტიდან სიმპათიას კახიშვილი, სერგეენკო და გახარია, ხოლო ანტიპათიას წულუკიანი იმსახურებს

ვებ-გვერდებზე ambebi.ge და kvirispalitra.ge ჩატარდა გამოკითხვა - რომელი მინისტრები იმსახურებენ მკითხველის სიმპათიას თუ ანტიპათიას. გამოკითხვაში მონაწილეობა 6 000-ზე მეტმა მკითხველმა მიიღო.

კითხვაზე - იმ მინისტრებიდან, რომლებმაც ამ ეტაპზე პოსტი შეინარჩუნეს, ყველაზე მეტად რომელი იმსახურებს თქვენს ანტიპათიას? - პასუხი 6 400-მა მკითხველმა გასცა და მათი უმრავლესობის - 44%-ის ანტიპათიას მინისტრთა ახალ კაბინეტში თეა წულუკიანი იმსახურებს.

კითხვაზე - იმ მინისტრებიდან, რომლებმაც ამ ეტაპზე პოსტი შეინარჩუნეს, ყველაზე მეტად რომელი იმსახურებს თქვენს სიმპათიას? - პასუხი 5 000-მდე მკითხველმა გასცა და მათი უმრავლესობის ხმები 28-28% სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაიმსახურეს. 19% -ის სიმპათიას კი გიორგი გახარია იმსახურებს.

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა ერთი კვირის წინ, 99 ხმით 6 წინააღმდეგ დაამტკიცა. ამჟამად, მინისტრთა კაბინეტში 14 მინისტრია, თუმცა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის ახალი სტრუქტურა წარადგინა, რომლითაც 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა