წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ ხელისუფლებას სამი რეკომენდაციით მიმართავს

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ ხელისუფლებას სამი რეკომენდაციით მიმართავს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი რეკომენდაცია ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ფუნქციის შეთავსებას, რაც „ემპათიის“ წარმომადგენლებს არასწორ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ.

„ჩვენი ერთ-ერთი წუხილი არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სტანდარტის საქმეების დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. შეტანილი კანონპროექტი არ არის საერთაშორისო სტანდარტების, ის არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს. მოდელი, რომელიც გულისხმობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ამ საგამოძიებო მექანიზმის შეთავსებას, რბილად რომ ვთქვათ არაეფექტური იქნება“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საგამოძიებო მექანიზმი უნდა იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელსაც უფლებამოსილება და წვდომა ექნება საქმის მასალებზე.

ცენტრის მეორე რეკომენდაცია დახურულ დაწესებულებებში დამოუკიდებელი მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის შექმნას ეხება. „საქართველო არის წამების კონვენციის დამატებითი ოქმის ხელმომწერი ქვეყანა. საქართველოში ფუნქციონირებს ერევნული პრევენციული მექანიზმი სახალხო დამცველის ოფისთან. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არაა საკმარისი ციხის სისტემის გამჭვირვალობისთვის. ჩვენი მონაცემებით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებობს გარკვეული პრობლემები, რაც, სამწუხაროდ, არ ხმაურდება. კიდევ უფრო შორს წავალ თუ ვიტყვი თვითონ პატიმრობის კოდექსი წამების პრევენციის სტანდარტებიდან გამომდინარე, რევიზიას საჭიროებს. ასევე რევიზიას საჭიროებს სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე სამედიცინო რეფორმა“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზეც ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ პროკურატურის დამოუკიდებელ ორგანოდ გამოყოფა სწორი გადაწყვეტილება არაა. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ეს გამოიწვევს იმას, რომ პროკურატურა გახდება საბჭოთა პერიოდის სტრუქტურის მსგავსი.

„მას ექნება განუსაზღვრელი ფუნქციები. ასევე კანონი პროკურატურის შესახებ გახდება ორგანული კანონი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს იქნება უფრო მაღლა მდგომი ვიდრე სხვა მრავალი. გარკვეულწილად არის რისკი, რომ ეს გამოიწვევს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის დაკნინებას“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცენტრის იურისტმა იოსებ ხატიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ისაუბრა.

„ემპათიას“დახურულ ინსტიტუციებში ჩვენი კლიენტების მიმართ განხორციელებულ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე 12 საქმე აქვს წარმოებაში. ჩვენ ინტენსიურად, პრაქტიკულად, თვეში ერთხელ მივმართავთ პროკურატურას საჩივრით სხვადასხვა მოქმედებების ჩასატარებლად, მაგრამ აღნიშნულ საქმეებზე მხოლოდ ფორმალური გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა იურისტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა