კატალონიის პოლიცია - ესპანეთში ე.წ. სომხური დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ტარდება

ესპანეთში ე.წ. სომხური დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია ტარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიის პოლიცია ავრცელებს.

„ეროვნულ პოლიციასთან ერთად ოპერაციას ვატარებთ ე.წ.სომხური დაჯგუფების წინააღმდეგ. აღნიშნული დაჯგუფების საქმიანობა უკავშირდება ნარკოტრაფიკს, იარაღით ვაჭრობას, თამბაქოს კონტრაბანდას, ფულის გათეთრებას და საკუთრებასთან დაკავშირებულ სხვა დანაშაულებს ევროპის მასშტაბით“, - განაცხადეს კატალონიის პოლიციის პრესსამსახურში.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველები ჩხრეკას ახორციელებენ ბარსელონაში, მადრიდში, ვალენსიაში, ალიკანტეში, ალბასეტეში და სხვა ქალაქებში.

არსებული ინფორმაციით, იგეგმება 100-მდე ადამიანის დაკავება.

თავის მხრივ, ესპანური გამოცემა El País თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს ოპერაცია წერტილს დაუსვამს ძმები შუშანაშვილების და ე.წ. კანონიერი ქურდის ერიკ ჯაგინიანის დაჯგუფების საქმიანობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა