ზაზა გაბუნია - პრემიერმა საპარლამენტო დემოკრატიისთვის შესაბამისი მთავრობის სტრუქტურული მოდელი წარმოადგინა, რომელსაც პარლამენტი გაიზიარებს

პრემიერმა საპარლამენტო დემოკრატიისთვის შესაბამისი მთავრობის სტრუქტურული მოდელი წარმოადგინა და მას პარლამენტი გაიზიარებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ- მინისტრის მიერ წარდგენილ სტრუქტურულ ცვლილებებზე.

„საპარლამენტო რესპუბლიკაში სახელმწიფო მექანიზმის ძირითად რგოლს წარმოადგენს პარლამენტი. დღევანდელ განცხადებამდე პრემიერმა იმუშავა სწორედ პარლამენტთან, მის უმრავლესობასთან და წარმოადგინა მოდელი, რომელიც კონსულტაციებზე იქნა განხილული, ამიტომ ვფიქრობ, ამ მოდელს და სტრუქტურას პარლამენტი მხარს დაუჭერს და გაიზიარებს," – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ეს მოდელი შესაბამისია საპარლამენტო დემოკრატიებისთვის, მნიშვნელოვანია, რადგან იძლევა ხარჯების დაზოგვის და შრომის ეფექტიანობის ამაღლების შესაძლებლობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო