კახეთის გზატკეცილზე სათადარიგო ზოლის მოწყობის სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება

კახეთის გზატკეცილზე სათადარიგო ზოლის მოწყობის სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ადგილზე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

თბილისის მერი კახეთის გზატკეცილზე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან გაგი ბუაძესთან ერთად იმყოფებოდა.

"კახეთის გზატკეცილზე მიმდინარეობს სათადარიგო გზის სამუშაოები. დაახლოებით, სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს ეს სამუშაოები. 8 კილომეტრამდეა ამ ზოლის სიგრძე. აქ ჩატარდა მიწისქვეშა და საკანალიზაციო სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა. GWP ჩართული იყო და დაახლოებით, ორი მილიონი დახარჯა ამ პროექტის განხორციელებაში. ახლა მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურა, მოასფალტება და მთლიანი ზოლი, დაახლოებით 8 კმ სექტემბრის ბოლოს დასრულდება", - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ მარცხენა სათადარიგო ზოლის მოსაწყობად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

„მომავალ წელს კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზაზე დავიწყებთ სამუშაოებს, თავისი გზაგამყოფებით, მწვანე ნარგავებით, განათების სისტემით. ხედავთ, რომ ბორდიურების მოწესრიგებაც დაწყებულია, უახლოეს დღეებში ასევე დავიწყებთ მწვანე სივრცეების მოწყობას და მოწესრიგებას. მგონია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დედაქალაქში მნიშვნელოვანია “, - განაცხადა კალაძემ.

თავის მხრივ, ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გაგი ბუაძემ. მისი თქმით, პროექტი დათქმულ ვადებში დასრულდება.

„სამუშაოები 25 მარტს დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდება. ყველა სამუშაო გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 7,5 კმ-ის გზის საფარის სრულ რეაბილიტაციას და ბორდიურების მოწყობას. პროექტს დათქმულ ვადებში გავხსნით“, - განაცხადა ბუაძემ.

თბილისი მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 7,3 კმ-ის სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაცია, რაც გულისმობს ახალი ბორდიურების, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას.

მერიის ინფორმაციით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე 2 მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც წყალგაყვანილობისა და წყალარინების ქსელების შეცვლა მოხდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 25 მარტს დაიწყო და 3 თვეში დასრულდება.

აღნიშნულ სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო