მაია ცქიტიშვილი მივლინებაში ყოფნით ხსნის იმას, რომ თეა წულუკიანი და კახა კახიშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან

მთავრობის დღევანდელ სხდომას, რომელსაც მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად ხელმძღვანელობს, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრები - თეა წულუკიანი და კახა კახიშვილი არ ესწრებიან. სხდომაზე მათი მოადგილეები არიან წარმოდგენილი.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნულის მიზეზებზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, თეა წულუკიანი და კახა კახიშვილი მივლინებაში იმყოფებიან.

“თეა წულუკიანი არის მივლინებაში. კახიშვილიც ასეა. ეს არავითარ კავშირში არ არის ცვლილებებთან. ბატონი სოზარიც აქ არის და ბატონი მიშა გიორგაძეც. არ ინერვიულოთ. ყველაფერი კარგად არის“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც ცნობილია, პრემიერმა სხვა სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად დღეს იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროების შერწყმა დააანონსა, თუმცა უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს გაერთიანებულ უწყებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა