სოფიო ქაცარავა - ჩვენი ამოცანაა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით პარტნიორების მაქსიმალური ინფორმირება მოვახდინოთ

ჩვენი ამოცანაა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური ინფორმირება მოვახდინოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განუცხადა. მისი თქმით, პარლამენტს სია დღის მეორე ნახევარში გადაეგზავნება.

"მთავრობის ადმინისტრაცია დღეს წარმოადგენს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33 წევრიან სიას. ახლა მნიშვნელოვანია აღსრულების პროცესი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ადეკვატური რეაგირება იყოს სიაზე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, გადადგან ადეკვატური ნაბიჯები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც სიაში არიან შესული. ეს სწორი ნაბიჯია, თუმცა კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ სიის შესახებ ინფორმაცია. ამოცანა არის, მაქსიმალური ინფორმირება მოვახდინოთ საერთაშორისო პარტნიორების",- განაცხადა ქაცარავამ.

მთავრობამ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” შეყვანილი არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები, რომლებიც მხილებულები არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ დანაშაულებებში, როგორიცაა მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულთა დაფარვა. სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 კაცი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცველი უწყებები აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს