ემანუელ მაკრონის პოპულარობის რეიტინგმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პოპულარობის რეიტინგმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. აღნიშნულს ცხადყოფს კვლევითი ორგანიზაცია Odoxa-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტს მხარს უჭერს გამოკითხული ფრანგების მხოლოდ 41%, ხოლო პრეზიდენტის პოსტზე მისი საქმიანობით უკმაყოფილოა 59%.

ასევე აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის თანახმად, რეიტინგის ვარდნა ასევე უფიქსირდება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ედუარ ფილიპს. მისი საქმიანობით კმაყოფილია გამოკითხული რესპონდენტების 40%, ხოლო 59% კი უარყოფითად აფასებს მის საქმიანობას.

კვლევითი ორგანიზაცია Odoxa-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1007 ადამიანმა მიიღო. ცდომილება 1,4-დან 3,1%-მდე შეადგენს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს