თემურ ნანეიშვილი - განათლებისა და კულტურის სამინისტოების შერწყმა შესაძლებელია, რასაც სპორტის ნაწილზე ვერ ვიტყვი

აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებს დადებითად აფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მარტივად შესასრულებელი ვერ იქნება. მისი აზრით, კარგი ორგანიზების შემთხვევაში, განათლებისა და კულტურის სამინისტროების შერწმა შესაძლებელია. ხოლო რაც შეეხება, სპორტის ნაწილს, აკადემიკოსის განცხადებით, ეს რადიკალურად განსხვავებული სფეროა და შესაბამისად, ამ რგოლის განათლებისა და კულტურის სექტორებთან გაერთიანება ნაკლებად შესაძლებელია.

„ჩემი აზრით, ამ სამი სფეროს შერწმის შემთხვევაში, მინისტრს შესაბამის სფეროებში კომპეტენტური მოადგილეები უნდა ჰყავდეს - ასე კიდევ შესაძლებელია. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება საბიუჯეტო ხარჯებსაც შეამცირებს, რაც ასევე კარგია. რაც შეეხება უშუალოდ სამინისტროების მიმართულებებს, განათლებისა და კულტურის სამინისტო კიდევ შესაძლებელია, რასაც სპორტზე ვერ ვიტყოდი,“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თემურ ნანეიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ასეთია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო