მაია ცქიტიშვილი - ბიუროკრატიული ხარჯები არ უნდა გაიზარდოს, არამედ პირიქით, უნდა შემცირდეს

ბიუროკრატიული ხარჯები არ უნდა გაიზარდოს, არამედ პირიქით, უნდა შემცირდეს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

“ცვლილებების შედეგად ჩვენ გვექნება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ეს გადაწყვეტილება ემსახურება უფრო მცირე და ეფექტიან მმართველობას. ეს გადაწყვეტილება არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაბიჯი არის გადადგმული წინ. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ჩვენი ხარჯები, სახელმწიფო აპარატის და ბიუროკრატიის ხარჯები იყოს დაფიქსირებული მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,9%-ით. ეს ძალიან ამბიციური განაცხადია, რადგან ეს მაჩვენებელი არის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც. ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი სტრუქტურების ოპტიმიზაცია ისეთი სახით, რომ ჩვენ გადანაწილებული ფუნქციები შევასრულოთ ძალიან ეფექტურად და მეორე მხრივ, ხარჯების მაჩვენებელი გავხადოთ რეალური“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ბიუროკრატიული ხარჯები ეკონომიკის ზრდასთან ერთად არ უნდა იზრდებოდეს და მათი ოდენობა უნდა იყოს დაფიქსირებული 3,9%-ზე.

“ეს იმისთვის არ კეთდება, რომ ჩვენ შევამციროთ ხალხი. არ გვაქვს საუბარი მასობრივ დათხოვნებსა და შემცირებებზე, საუბარია მართვის ოპტიმალურ სისტემაზე. ზოგადად, ბიუროკრატიის ხარჯები არ უნდა გაიზარდოს, არამედ პირიქით, უნდა შემცირდეს. ბიუროკრატიული ხარჯები ეკონომიკის ზრდასთან ერთად უნდა მცირდებოდეს. მცირე მთავრობის კონცეფცია მიმართულია იმაზე, რომ უნდა იყოს ეფექტური მცირე ბიუროკრატია. ასევე ამოცანად დავისახეთ ელექტრონული სერვისების ოპტიმიზაცია, ზოგადად სამთავრობო სერვისების ოპტიმიზაცია და უკეთესი მართვა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ამ ფუნქციების შესრულებას შესაძლოა ნაკლები ხალხი დასჭირდეს, მაგრამ ეს პროცესი მიმდინარეობს ეტაპობრივად, რა რაოდენობის ხალხი იქნება შემცირებული ამა თუ იმ უწყებაში, მას შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რაც მოხდება ფუნქციების ინტეგრირება ამა თუ იმ სამინისტროში, თუმცა უკვე მოხდა სამინისტროების ოპტიმიზაცია და გარკვეული ცვლილებებიც. რაღაც რაოდენობის ადამიანების შემცირება განხორციელდა, თუმცა ეს პროცესი უკეთეს, უფრო ეფექტიან მმართველობას ემსახურება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, კანონპროექტი დღესვე გადაეგზავნება პარლამენტს და ამის შემდეგ დაახლოებით ორი კვირის ვადაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მთავრობა ახალი შემადგენლობით წარსდგება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა