მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ადგილთან ახლოს, სამართალდამცავებმა „ჰონდას“ მარკის ავტომობილი გაჩხრიკეს, დალუქეს და ავტოსადგომზე გადაიყვანეს

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტის საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა „ჰონდას“ მარკის ავტომობილი გაჩხრიკეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ვის ეკუთვნის ავტომობილი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ავტომობილი დაილუქა და მისი ავტოსადგომზე გადაყვანა მოხდა.

ავტომობილი, რომელსაც ჩხრეკა ჩაუტარდა, დაახლოებით იმ ტერიტორიაზე იდგა, სადაც გუშინ მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭრეს.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ნოზაძეს ცივი იარაღით დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დრომდე საქმეზე დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა