„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ აღსრულებაზე პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შს სამინისტროებს დაევალა

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ აღსრულებაზე პასუხისმგებლობა საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაევალა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაამტკიცა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.

„ამ სიაში შედის 33 პირი და ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც 1991 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩაიდინეს მძიმე დანაშაულებები და რომელთა მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი წარმოება, ან მიმდინარეობდა წარსულში. ცხადია, აქ შესულია ტატუნაშვილთან დაკავშირებული ორი ბრალდებული და ოთხოზორიას საქმეში მსჯავრდებული კანჯი ოღლი, რომელიც ინტერპოლით იძებნება. პარლამენტის რეზოლუციით განისაზღვრა ის ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს ამ პირების მიმართ. ამაში შედის ყველა შესაძლო შეზღუდვა, მათ შორის ქონებრივი, ფინანსური და გადაადგილების შეზღუდვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სიაში შემავალი პირების მიმართ. ასევე განისაზღვრა ის უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მის აღსრულებაზე და ესენია იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები. ისინი ამავდროულად ანგარიშს წარუდგენენ პარლამენტს და მთავრობას აღსრულების თაობაზე“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, სია არ არის დახურული, ვინაიდან გამოძიება გრძელდება და ახალი ბრალდებულების გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა სია გაფართოვდეს.

ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, სია პარლამენტს გადაეგზავნება, ის დაამტკიცებს და ამის შემდეგ გახდება საჯარო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა