მინისტრების განცხადებით, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერი სტრუქტურული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ წარადგენს

მინისტრთა კაბინეტის მოქმედი წევრები აცხადებენ, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი დაასახელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ახალი გუნდი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარლამენტი სტრუქტურულ ცვლილებებს დაამტკიცებს.

“ჩემს პერსონასთან დაკავშირებით იმდენი ვერსია მაქვს მოსმენილი, ამ დრომდე ვერც ერთი ვერ მართლდება. ახალი გუნდი იქნება წარმოდგენილი მას შემდეგ, რაც პარლამენტი სტრუქტურულ ცვლილებებს დაამტკიცებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით კი, ამ ეტაპზე მთავრობის განახლებული შემადგენლობის შესახებ ვერაფერს იტყვის.

“ვერაფერს გეტყვით. პრემიერი თავად წარადგენს კაბინეტის ახალ შემადგენლობას“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა