„საპარტნიორო ფონდს“ უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტი ანატოლი კინახი ეწვია

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტი ანატოლი კინახი მიიღო. უკრაინის დელეგაციას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, „საპრატნიორო ფონდში“ გამართულ შეხვეედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ბიზნეს გარემოს შესახებ, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე ისაუბრეს. დავით საგანელიძემ უკრაინის დელეგაციის წევრებს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები და სტრატეგია გააცნო. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. გაცნობითი ხასიათის შეხევდრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე ესწრებოდა.

უკრაინის ექს-პრემიერისა და უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტის ანატოლი კინახის საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს გაცნობა, ასევე, კონკრეტული ბიზნეს პროექტების დაწყების პერსპექტივების განხილვაა.

ანატოლი კინახის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიზნით, უნდა გააქტიურდეს წვდომა სხვადასხვა რესურსზე, მათ შორის, როგორც საფინანსო, ასევე საინვესტიციო მიმართულებით. ანატოლი კინახმა მზადყოფნა გამოთქვა ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის კონტაქტების გაღრმავებისთვის და „საპარტნიორო ფონდის“ მონაწილეობით, ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის.

უკრაინის მრეწველთა და მეწარმეთა გაერთიანების პრეზიდენტმა ანატოლი კინახმა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე თბილისში ნოემბრის თვეში დაგეგმილ საქართველო-უკრაინის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე მიიწვია.

ანატოლი კინახი საქარველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ბიზნესის სფეროს წარმოამდგენლებთან და ბიზნეს ომბუცმენთან მართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო