მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემი პოზიციაა ბოლომდე ბრძოლა, ვიდრე თემირლანს არ აღიარებენ უდანაშაულოდ

ჩემი პოზიციაა ბოლომდე ბრძოლა, ვიდრე თემირლანს არ აღიარებენ უდანაშაულოდ, - ამის შესახებ თემირლამ მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

დღეს პანკისის ხეობაში მაჩალიკაშვილების ოჯახში ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა ჩავიდნენ.

„უნდა დავგეგმოთ როგორი იქნება ჩვენი პოზიციები, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ჩემი პოზიციაა ბოლომდე ბრძოლა, ვიდრე თემირლანს არ აღიარებენ უდანაშუალოდ, სანამ გოგაშვილი და სპეცრაზმელი არ დაისჯებიან. ეს იყო ტერაქტი და ამის დამგეგმავი იყო მინისტრი გიორგი გახარია“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მანვე დღეს განმარტება გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონის ექსპერტიზის საკითხზე.

„რაც შეეხება ტელეფონის ექსპერტიზას, ეს არის აგორებული ტყუილი, რადგან სუს-მა დაინახა, რომ მთელი საქართველო და ხეობა ჩვენს გვერდით არის და ათას სისულელეს იგონებენ. ძალა ჩვენს ხელშია, ხალხის ხელშია და ხალხს ჩემი სიმართლის სჯერა", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

"ქრონიკის" ინფორმაციით, მათ ექსკლუზიურად მოიპოვეს მასალები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი დოკუმენტი სატელეფონო ამონაწერია. „ამონაწერიდან ირკვევა, ვისთან დარეკა აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე. ირკვევა, რომ რამდენიმე სატელეფონო ზარის ადრესატი, თემირლან მაჩალიკაშვილი იყო. საქმის მასალების მიხედვით, ეს ნომერი გარდაცვლილ მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული“, - იუწყება „ქრონიკა“ .

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს