ეკა ბესელია - მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა გაბედული და ეფექტიანი რეფორმების გატარებაზე ორიენტირებული კონცეფცია

ვფიქრობ, ყველამ საკუთარ სფეროს მეტი პრინციპულობით და მაქსიმალური ძალისხმევით უნდა მივხედოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ სამთავრობო ცვლილებები შეაფასა.

„პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო ნდობის მანდატი პარლამენტში და ამ მანდატის ფარგლებში წარმოადგინა გაბედული, თანამედროვე და ეფექტიანი რეფორმების გატარებაზე ორიენტირებული კონცეფცია და რეფორმა.

ამ რეფორმების განსახორციელებლად ჩვენ გვჭირდება ახალ სტანდარტებზე და მართვის უფრო ეფექტიან მოდელზე მორგებული მთავრობა, მინიმუმადე შემცირებული ბიუროკრატია. ეს არ იქნება უბრალოდ სამინისტროების გაერთიანება, არამედ გულისხმობს ბიუროკრატიის შემცირებას და სამთავრობო უწყებების ეფექტიანობის გაზრდას.

გვჭირდება, რომ მოქალაქემ უფრო სწრაფად იგრძნოს გადაწყვეტილების სიკეთე, უფრო სწრაფად მიიღოს სარგებელი ამ რეფორმებით, ჩვენ გვჭირდება ახალი ტემპი, ახალი ენერგია და მეტად კონცეტრირება შედეგებზე, პასუხისმგებლობის გაზრდა აღსრულებაზე.

ვფიქრობ ყველამ საკუთარ სფეროს მეტი პრინციპულობით და მაქსმიმალური ძალისხმევით უნდა მივხედოთ. მე ვფიქრობ საჭიროა ამ ახალი ხედვის და რეფორმის მხარდაჭერა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა