მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზვიად კუპრავას და ზაზა სარალიძეს ის ოთახი დაათვალიერებინა, სადაც სპეცოპერაციის ღამეს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზვიად კუპრავას და ზაზა სარალიძეს ის ოთახი დაათვალიერებინა, სადაც სპეცოპერაციის ღამეს თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა. მოგვიანებით კი, თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავზე მივიდნენ.

პანკისის ხეობაში ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე დღის ბოლომდე დარჩებიან. როგორც ისინი აცხადებენ, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად სამომავლო გეგმებზე და სტრატეგიაზე ისაუბრებენ.

თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ „მისი პოზიციაა ბოლომდე ბრძოლა“.

„უნდა დავგეგმოთ როგორი იქნება ჩვენი პოზიციები, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ჩემი პოზიციაა- ბოლომდე ბრძოლა, ვიდრე თემირლანს არ აღიარებენ უდანაშაულოდ, სანამ გოგაშვილი და სპეცრაზმელი არ დაისჯებიან. ეს იყო ტერაქტი და ამის დამგეგმავი იყო მინისტრი გიორგი გახარია“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო