„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული ორი ბრალდებული და ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული კანჯი-ოღლი მოხვდნენ

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულები - ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევი და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსი ალიკ ტაბოევი, ასევე, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის დაუსწრებლად გასამართლებული რაშიდ კანჯი-ოღლი შედიან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სიაში ამ ეტაპზე შედის 33 ადამიანი, რომელმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს და რომელთა მიმართ მიმდინარეობს ან მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება.

„ეს 33 პირი გახლავთ ბრალდებული ან მსჯავრდებული მძიმე დანაშაულებებისთვის. ცხადია, აქ შესულია ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული ორი ბრალდებული და ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული კანჯი-ოღლი, რომელიც ინტერპოლით იძებნება“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად განისაზღვა ის ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს ამ პირების მიმართ, რათა დაწესდეს ყველა შესაძლო შეზღუდვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მათ შორის, ქონებრივი, ფინანსური, გადაადგილების თვალსაზრისით.

საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, განისაზღვრა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტს რეგულარულად წარუდგენენ ანგარიშს დადგენილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. ციხელაშვილის ინფორმაციით, ეს უწყებები იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები არიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა