ეკა ბესელია - ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე სამართლის აღსრულება ჩვენი ამოცანაა

ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე სამართლის აღსრულება ეს ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე” საუბრისას განაცხადა.

როგორც ბესელია აღნიშნავს, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გაერთიანება აუცილებელია.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მიღებით ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის და ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა გავაერთიანოთ; ეს ჩვენი სახელმწიფოებრივი ეროვნული ინტერესების დაცვაა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე გადის. ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე სამართლის აღსრულება ეს ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ბესელიამ.