დავით ზალკალიანი - საგარეო უწყება გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას, რათა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ წარმოდგენილ პირთა მიმართ მიღებულ იქნას შესაბამის ზომები

საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას, რათა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ წარმოდგენილ პირთა მიმართ მიღებულ იქნას შესაბამის ზომები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიტანა იმ კონტექსტში, რომ ამ დადგენილებაში და პარლამენტის რეზოლუციით გათვალისწინებულია ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სიაში წარმოდგენილ პირებთან მიმართებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შესაბამისი ზომების მიღებას. ჯერ კიდევ ამ სიის მიღებამდე საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში იყო საერთაშორისო თანამეგობრობასთან. გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, მიღებულია დამგმობი განცხადებები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ევროპარლამენტის რეზოლუცია კი პირდაპირ ავალდებულებს ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ მათ დააწესონ სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან ამ სიაში. დღევანდელი დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ და მას შემდეგ, რაც გადაეგზავნება პარლამენტს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ძალიან აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას იმ თვალსაზრისით, რომ მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები ამ სიაში წარმოდგენილ პირთა მიმართ. ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტში ვიმყოფებით ჩვენს პარნტიორებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვექნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ დღეს მიიღო დადგენილება, რომლითაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციანი სია განსაზღვრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს