ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” დადებულ მემორანდუმს წყვეტს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გაწყვიტოს 2015 წლის 8 მაისს ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” (GSPSA) დადებული მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლო დროს გამოიკვეთა რამდენიმე ორგანიზაცია და აქტივისტი, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან რეორგანიზაციით გათავისუფლებულ ადამიანებთან ერთად, პირადი გამორჩენის მიზნით ცდილობენ სააგენტოსთვის ჩრდილის მიყენებას და მის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

„ამ და სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გაწყვიტოს 2015 წლის 8 მაისს ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” (GSPSA) დადებული მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანია, ყველა მიმდინარე და დაგემილი პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია ყველა დაინტერესებული მხარისათვის, ვინაიდან საზოგადოების აქტიური მონაწილეობა პროცესებს უფრო სრულყოფილს გახდის და ეს საბოლოო ჯამში, ჩვენს დედაქალაქში ცხოველების მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მადლობას ვუხდით ყველა მოხალისეს თუ ორგანიზაციას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მონაწილეობს ცხოველების მოვლა-პატრონობის პროცესში და სააგენტოსთან ერთად ზრუნავს მათზე“, -ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო